Premium

აუზის რეგისტრატორი

22 May - 21 June
Details
Address
აჭარა
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS  BATUMI  აცხადებს ვაკანსიას აუზის რეგისტრატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • იყოს თავაზიანი და მეგობრული სტუმრებთან/თანამშრომლებთან, რათა ხელი შეუწყოს ობიექტზე პოზიტიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას;
  • სასტუმროს სტანდარტის თანახმად, შეეგებოს აუზის სტუმარს, მოახდინოს გადამოწმება, გაატაროს რეგისტრაციის პროცედურა.
  • ფლობდეს და თავაზიანად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმარს აუზის, ასევე, სასტუმროს სხვა სერვისების შესახებ ინფორმაცია, რათა გაზარდოს სასტუმროს პროდუქტების/სერვისების გაყიდვები;
  • უპასუხოს სატელეფონო ზარებს / შეტყობინებებს;
  • მოახდინოს როგორც აუზის, ასევე, მიმღების სისუფთავის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდეს შესაბამის დეპარტამენტს. 
  • აწარმოოს გადახდები, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე, საბანკო ბარათებით; 
  • აწარმოოს გადახდების მონიტორინგი და დარწმუნდეს, რომ მიღებული გადახდა ასახულია სასტუმროდ, სასტუმროს სტანდარების შესაბამისად. 
  • პროგრამაში შეიყვანოს სტუმრის შესახებ არსებული საჭირო მონაცემები; 
  • უსაფრთხოების ფარგლებში, უზრუნველყოს სტუმრების და სტუმრებზე არსებული ინფორმაციის  კონფიდენციალურობა;
  • საჭირო ყურადღებით შეავსოს და აწარმოოს დეპარტამენტის ყველა ფორმა;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღებისას იმოქმედოს პრობლემასთან გამკლავების კუთხით. სხვა დეპარტამენტის ჩარევის საჭიროებისას მოახდინოს სწრაფი კომუნიკაცია დეპარტამენტის წარმომადგენელთან. გადაამოწმოს პრობლემის მოგვარების სტატუსი, რათა დარწმუნდეს რომ პრობლემა აღმოფხვრილია; საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს ინფორმაციის გაზიარება უშუალო ხელმძრვანელთან. 
საჭირო უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივნისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
22 May - 21 June