“კერხერ-საქართველო” წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 ;
- ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საშვებულებო დღეების რაოდენობა: 30 დღე.
მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
- გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება ;
- ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
- მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
- შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
- ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტადარტების შესაბამისად განლაგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
- სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
- სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV.
გისურვებთ წარმატებებს!