Premium

მოლარე-კონსულტანტი (ქუთაისი)

23 May - 22 June
Details
Address
იმერეთი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00

Vacancy description

“კერხერ-საქართველო”  წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი;
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 ;
  • ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საშვებულებო დღეების რაოდენობა: 30 დღე.
მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
  • გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება ;
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
  • მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
  • ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტადარტების შესაბამისად განლაგება.
ძირითადი მოთხოვნები:

  •   სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
  •   სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
  •   სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
  •  ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  •  სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV.

გისურვებთ წარმატებებს!

23 May - 22 June