Premium

უმცროსი კატეგორიის მენეჯერი

23 May - 22 June
Details
Address
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Experience
Less than a year
Education
Bachelor

Vacancy description

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.


"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ

 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე კომერციულ დეპარტამენტში.

 

  • სამუშაო ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა#39/41
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობებია:


  • არსებული კატეგორიის ბაზრისა და კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი.მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება.
  • აქციების დაგეგმვა - ორგანიზებაში ჩართულობა.
  • სააქციო პროდუქტის მომარაგების ხარისხის კონტროლი. აქციის დაწყებამდე მარაგის შემოწმება და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება.
  • ელექტრონული კომერციის არხში გამოქვეყნებული პროდუქტების რეპორტის ანალიზი. გამორჩენილი ინფორმაციის იდენტიფიცირება, შეგროვება/დამუშავება და პროგრამული ცვლილებებისათვის საჭირო ფაილის მომზადება.
  • ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის მომწოდებლის მიერ დაბრუნების პროცესში წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამის დეპარტამენტსა და მომწოდებელთან კომუნიკაცია.
  • დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

 

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც).
  • აუცილებელია MS Excel კარგად ცოდნა
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება შესყიდვების / გაყიდვების / ანალიტიკის მიმართულებით.
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ინიციატივის გამოვლენის უნარი.
  • ანალიზის უნარი.

გისურვებთ წარმატებებს!


მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Slogan
დაზოგე მარტივად !
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
23 May - 22 June