Standart

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

24 May - 23 June
Details
Address
16 სულხან ცინცაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.


კვალიფიკაცია და მოთხოვნები:


  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

  • გამართულად მეტყველების უნარი

  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:


  • სატელეფონო ზარებზე პასუხი

  • პაციენტის წინასწარი ჩაწერა

  • Facebook- ის გვერდზე შეტყობინებებზე პასუხი

  • ხელმძღვანელის მითითების შესრულება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:


  • გუნდური მუშაობის უნარი

  • კომუნიკაბელურობა

  • ორგანიზებულობა

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  • პუნქტუალურობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:00 საათიდან 23:00 საათამდე 

შაბათი: 15:00 საათიდან 23:00 საათამდე

კვირა: 10:00 საათიდან 23:00 საათამდე


აღნიშნულ პოზიციაზე განსაზღვრულია ორი თანამშრომელი, რომლებიც იმუშავებენ სამორიგეო გრაფიკით.


ანაზღაურება:  საათში 5 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.


შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. 


გაითვალისწინეთ: შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში“ გაგზავნილი თქვენი CV „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და შრომითი ურთიერთობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.


მისამართი : ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16


ტელ: 2 90 00 01; 599 20 50 04 ;


Location
16 სულხან ცინცაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
24 May - 23 June