Premium

მერჩენდაიზერი

27 May - 14 June
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს.

ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.

"გეფა" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

სს "გეფა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისსა და გორში.

მოვალეობები:

  • მის დაქვემდებარებაში არსებულ აფთიაქებში მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესრულების ორგანიზება, დაცვა და მუდმივი კონტროლი, შესაბამისი რეპორტინგით;კომპანიაში დამტკიცებული მერჩენდაიზინგის სტანდარტის მიხედვით პროდუქციის განლაგების და წარმოდგენის სქემების შესრულების ორგანიზება და მუდმივი კონტროლი აფთიაქებში;
  • სავაჭრო დარბაზებში სავაჭრო ინვენტარის დამატების ან განახლების ორგანიზება;
  • მარკეტინგის კალენდრის და სეზონურობის მიხედვით აფთიაქის დარბაზის განლაგებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
  • მარკეტინგული აქციების და კამპანიების ხელშეწყობა მერჩენდაიზინგული ღონისძიებების განხორციელების კუთხით;
  • ახალი პარაფარმაციის ბრენდის/პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინსტრუქციის შესაბამისად მათი განთავსება და შემდგომი მონიტორინგი ობიექტებზე;
  • მიმაგრებულ აფთიაქებში მერჩ-აუდიტის ჩატარება, პერსონალის გამართული მუშაობის შემოწმების მიზნით, შესაბამისი რეპორტინგი;
  • აფთიაქის თანამშრომლებისთვის რეკომენდაციების მიცემა მერჩენდაიზინგის საკითხებში.
მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მერჩენდაიზინგის სტანდარტების ცოდნა;

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 579 911 900



პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229)  (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.


თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;

დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.


თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა:  კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

27 May - 14 June