Premium

IT მხარდამჭერი

29 May - 28 June
Details
Address
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Hourly
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
Less than a year
Education
Bachelor

Vacancy description

 შეუთავსე სწავლას მუშაობა! დაიწყე IT კარიერა მოქნილი სამუშაო გრაფიკით!


ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია  აცხადებს ვაკანსიას   სწრაფი კვების ობიექტებში პირველი დონის ტექნიკური მხარდამჭერის  პოზიციაზე  . თბილისში.

 

პოზიციის მოვალეობებია:


  • ობიექტებზე ადგილზე გასვლით ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში  აღმოფხვრა
  • გაწერილი რეაგირების ვადების დაცვა
  • ტექნიკური მოწყობილობების ( მონიტორი, მინი კომპიუტერი, ფისკალური აპარატი, ტერმინალი)  ფიზიკური ინსტალაცია და გამართვა
  • დადგენილი სტანდარტების დაცვა
  • კვირაში არანაკლებ 30 საათის მუშაობის შესაძლებლობა

თუ ხარ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი და სურვილი გაქვს მოხვდე რეალურ IT სამყაროში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. პოზიციისთვის საჭირო ცოდნას აქ , ჩვენს გუნდში მოხვედრისას გაგიზიარებთ.


ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

 

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკი
  • საათობრივი ანაზღაურება

გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით,  საშუალება გექნება მიიღო პროფესიული გამოცდილება და განივითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე, შესაძლებლობა მოგეცემა მოხვდე რეალურ სამუშაო გარემოში და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები.


კომპანია  უკვე 15  წელზე მეტია  ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის   ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები  არიან.  გუნდში მოხვედრით კი გეძლევა შესაძლებლობა დაწინაურდე სხვა პოზიციებზე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე,  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდდამხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!

 

Category
Information Technologies
29 May - 28 June