Premium +

პროდუქციის მენეჯერი

29 May - 12 June
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. 


კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა „გეფა“ მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop,  ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou-ს და ქალის თეთრეულის ერთ-ერთი წამყვან ბრენდს Triumph-ს.


გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და  კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!


სს “გეფა”  აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის  პოზიციზე:


ფუნქცია-მოვალეობები:


  • პროდუქტების დამუშავება, ბაზრის და კონკურენტული ანალიზის მომზადება;

  • პროდუქტების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და კონტროლი;

  • სამედიცინო წარმომადგენლების ტრენინგი;

  • საპრომოციო მასალების და პრეზენტაციების მომზადება;

  • ჯგუფის აქტივობების,  კონფერენციების დაგეგმვა და განხორციელება, მომხსენებლის შერჩევა და მასთან მოლაპარაკების წარმოება;

  • გაყიდვებისა და ნაშთების კონტროლი და ანალიზი;

  • KOL, Aდა B კატეგორიის ექიმეთან ვიზიტების განხორციელება;

  • მომწოდებელთან კომუნიკაცია პროდუქტებთან დაკავშირებული მარკეტინგული აქტივობების შესათანხმებლად ;

  • ახალი პროდუქტების პროექტების დამუშავება, დანერგვა

  • მივლინებები საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დამატებითი უნარები:


  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;

  • გუნდთან მუშაობის უნარი;

  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV.


პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სსგეფა”-ს მიერ (/ 201991229)  (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: 

  • კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; 

  • დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით 

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com


სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცააკანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.


სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.


29 May - 12 June