Standart

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

29 May - 28 June
Details
Address
116 წერეთლის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00

Vacancy description

კომპანია  ARTSPACE  ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე .

მდებარეობა: თბილისი, წერეთლის  #116  
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

სამუშაოს აღწერა:

  • პოტენციური მომხმარებლისათვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
  •  არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
  • მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
  •  კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
  • კონკურენტების ფასების და ახალი პროდუქტების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება;
  • ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება;
  •  შემოსულ მოთხოვნებზე ხარისხიანი და დროული რეაგირება;
მოთხოვნები :

  • გაყიდვების მიმართულების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  •  რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
  •  გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  •  ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

კომპანია ახალია საქართველოს  ბაზარზე და ჩვენთან დასაქმებულებს ექნებათ კარიერული ზრდის და განვითარების საშუალება


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, (სასურველია ფოტოსურათით).

გისურვებთ წარმატებას!
Category
Information Technologies
Location
116 წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
29 May - 28 June