პრემიუმი

კონტენტ მენეჯერი

29 მაისი - 28 ივნისი
დეტალები
მისამართი
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ვაკანსიის აღწერა

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია  აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

 

პოზიციის მოვალეობებია:


  • სხვადასხვა სოციალური ქსელისა და ბლოგების ანგარიშების შექმნა/ მართვა, განახლება, შესაბამისი ტექსტური თუ სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
  • ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება,პრეზენტაციების ჩამოყალიბება, შექმნა, განთავსება;
  • ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
  • ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება/განახლება სხვადასხვა ინტერნეტ საშუალებებით;
  • სიახლეებისა და მიმდინარე აქტივობების აღრიცხვა;
  •  ინტერნეტ მარკეტინგული ღონისძიებების კონტროლი/კოორდინაცია; 

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • განათლება მარკეტინგისა და მედია კომუნიკაციების განხრით  ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა; უპირატესობად ჩაითლება საპრეზენტაციო პროგრამული უზრუნველყოფის Prezi ცოდნა.
  • ინგლისური ენის C1/C2 დონეზე ცოდნა

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

 

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

კომპანია  უკვე 15  წელზე მეტია  ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის   ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები  არიან.   

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე,  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდდამხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
29 მაისი - 28 ივნისი