პრემიუმი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

31 მაისი - 30 ივნისი
დეტალები
მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული
გამოცდილება
2-3 წელი
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის წევრი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ამანათების ტრანსპორტირებას, საქართველოდან მთელი მსოფლიოს მიმართულებით, ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, სასაწყობე სერვისებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტვირთების საერთაშორისო ლოგისტიკას.

ვეძებთ ჩვენს მზარდ გუნდში, ახალ წევრებს, ერთობლივი ზრდისა და განვითარებისათვის.

ვაკანსიის დასახელება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბოქსეტ ჯორჯიას გუნდთან ერთად ბიზნესის განვითარება;
  •  ბოქსეტ ჯორჯიას სერვისების შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება (სერვისისა და მისი მახასიათებლების გაცნობა, პრეზენტაციის ჩატარება);
  • კორპორატიული კლიენტების მომსახურება და კომპანიის სერვისების გაყიდვა;
  •  მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მომხმარებელთა ბაზების მუდმივი გაფართოება/განახლება და მომხმარებლებთან სტაბილური კომუნიკაციის წარმოება;
  • არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • კორპორატიული კლიენტების CRM ბაზის წარმოება;
  • საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excell, Word, PPT)
კომპეტენციები:

  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
შერჩევის ეტაპები: გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
31 მაისი - 30 ივნისი