Standart

სტუმართმოყვარეობის ლიდერი

31 May - 15 June
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

McDonald’s Georgia


პოზიცია: სტუმართმოყვარეობის ლიდერი


ჩვენ, მაკდონალდს საქართველო, 1999 წლიდან ვოპერირებთ საქართველოში და წარმოვადგენთ ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. დღეისათვის ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით ჩვენს 23 რესტორანში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი,ბათუმი, ზუგდიდი).  ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 1900-ზე მეტ  ახალგაზრდას. 


რას გთავაზობთ:


  • დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;

  • უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:


  • სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა;

  • სტუმრების ნაკადის მართვა;

  • სტუმრების დახმარება გააკეთონ შეკვეთა ჩვენს რესტორნებში განთავსებულ კიოსკებთან;

  • სტუმრებისათვის კონსულტაციის გაწევა მენიუს შერჩევაში;

  • სტუმრებისათვის ჩვენი ახალი პროდუქტებისა და აქციების პრეზენტირება;

  • სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პროდუქტის ხარისხისა და მათი კვებითი ღირებულებების შესახებ; 

  • სტუმართა შეკითხვებსა და მიმართვებზე რეაგირება, პასუხი და მათი დახმარება;

განათლება, კვალიფიკაცია და უნარები:


განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი)

კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;


აუცილებელი უნარები: 


  • ეფექტური კომუნიკაცია

  • პროდუქტის პრეზენტირება

  • მოლაპარაკებების მართვა

  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანის განხორციელება

  • სტრესულ გარემოში ადაპტირება

  • ემოციების მართვა

უცხო ენა: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა,

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 15 ივნისის ჩათვლით.


რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ მაკდონალდს საქართველოს მიერ, ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, მაკდონალდს საქართველოს მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 3(სამი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: vacancy@mcdonalds.ge ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.

31 May - 15 June