სტანდარტული

მოძრავი მერჩენდაიზერი

07 ივნისი - 30 ივნისი
დეტალები
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
11:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
  • პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
  • პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
  • შეკვეთის გაფორმება;
  • პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლაონგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 35 სთ. ორშაბათი-პარასკევი, 11:00 – 18:00 სთ. დასვენება შაბათი-კვირა. 

ანაზღაურებაფიქსირებული (900ლ) + ბონუსი (100ლ) + ტრანსპორტის/გზის ხარჯი: თვეში 60 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“

მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
07 ივნისი - 30 ივნისი