Standart

ქსელის ადმინისტრატორი

31 May - 30 June
Details
Address
თბილისი
Salary
5000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00

Vacancy description

სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.


ჰიპერმარკეტიდომინო აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში  ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:


  • ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზი და სამუშაო გეგმის შედგენა;

  • ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია და ადმინისტრირება;

  • Fortigate NGF (HA, ACL, OSPF, VPN )კონფიგურაცია და ადმინისტრირება;

  • ქსელური მოწყობილობების (HP, H3C, Grandstream, Fortigate) აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მონიტორინგი;

  • ქსელური სერვისების, მოწყობილობების და ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომუნიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა;

  • ქსელის წარმადობის კონტროლი და ქსელური რესურსების ეფექტური გამოყენება;

  • ქსელის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLAN, LACP, STP, RSTP, MLAG, IRF, 

  • NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება;

  • DLP, IPS, IDS, NIPS;

  • საერთაშორისო კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა;

  • Firewall-ების ადმინისტრირება (Cisco, Mikrotik, FortiGate);

  • Cisco CCNA ან CCNA Security  - ჩაითვლება უპირატესობად.

  • Fortinet NSE-3,4 ჩაითვლება უპირატესობად.

  • აუცილებელია ქსელის ადმინისტრატორი პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:


  • პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტის უნარი

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

გრაფიკი/პირობები: 


  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;

  • ანაზღაურება: 5000 Gel+ კვალიფიკაციის მიხედვით;

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

  • Fitpass

  • კვება;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.


სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 


თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.


გისურვებთ წარმატებებს!


31 May - 30 June