ქართული სთრით ფუდ პროექტი „შოთი“ აცხადებს მასპინძლის (ჰოსთესი) ვაკანსიას
„შოთი“ - ეს არის პირველი, განსხვავებული და ავთენტური ქართული სთრით ფუდი, რომელიც „ბაზარი ორბელიანის“ ბინადარია. „შოთი“-ს გუნდში ვეძებთ ხალისიან და ადამიანების მოყვარულ მასპინძელს
რა აკეთებს ჩვენი მასპინძელი?
მომხმარებლისთვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
საკურიერო კომპანიების აპლიკაციების ადმინისტრირება;
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
როგორი უნდა იყოს ჩვენი მასპინძელი?
კომუნიკაბელური და მეგობრული;
თავაზიანი;
ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შეეძლოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში.
რას გთავაზობთ ჩვენ?
კვებას;
ღამის საათებში ტრანსპორტირებას
წინსვლის პერსპექტივას;
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ქართულ სთრით ფუდ სფეროში მოწინავე კომპანიაში მუშაობას;
სამუშაო პირობები:
მდებარეობა - ბაზარი ორბელიანზე, ვეკუას 3ა
გრაფიკი - კვირაში 5 დღე, (სამჯერ 6 სთ, ორჯერ 12 სთ)
ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!