რუმსი, რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს მიქსოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
- სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
- სტუმრებისთვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა;
- გადახდების შემოწმება;
- ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
- ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- დაზღვევა;
- კვება;
- რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივლისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.