Standart

მცხობელი

14 June - 04 July
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ROOMS-ი რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS  KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს მცხობელის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • დახმარება გაუწიოს მთავარ მცხობელსა და მზარეულს;
  • მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
  • უზრუნველყოს საცხობის, მაცივრების, დანადგარების, ღუმელებისა და სამზარეულოში არსებული ინვენტარის ზედაპირების სისუფთავე;
  • მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
  • დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
  • აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
  • გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში;

საჭირო უნარები:

 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;

დამატებითი სარგებელი:


  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • დაზღვევა;
  • კვება;
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივლისამდე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
14 June - 04 July