Standart

გაყიდვების წარმომადგენელი

05 June - 19 June
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.


არქიში მონდომებულ, პოზიტიურ, ენერგიულ  გაყიდვების წარმომადგენელს ვეძებთ.  


სამუშაო ადგილი: ცენტრალურ უბანში მდებარე სავაჭრო ცენტრი;

სამუშაო განაკვეთი: სრული - მცოცავი გრაფიკი;


გაყიდვების წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები იქნება:


  • პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა;
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით;
  • მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  • გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • გაყიდვების საფუძვლების თეორიული ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:


  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ანაზღაურების ძალიან ეფექტიან სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 20 ივლისის ჩათვლით: 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 


Location
მ. თამარაშვილის გამზირი, თბილისი, საქართველო
05 June - 19 June