საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ლოჯისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე:
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- „1C“- ის ცოდნა;
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა, ჩაითველბა უპირატესობად;
მოვალეობები:
- გაწეროს არსებული შეკვეთები, გაანაწილოს შეკვეთები პრისეილერების უბნების მიხედვით;
- ატვირთოს გაწერილი შეკვეთები შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფორმით;
- მიაწოდოს გამოწერილი შეკვეთების საწყობში დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეპორტის (ანგარიშის) სახით საწყობის გამგესა და დისტრიბუციის განყოფილებას;
- აკონტროლოს გაწერილი და დაბრუნებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგ: სასაქონლო ზედნადებების (მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები);
- გაატაროს 1C პროგრამაში უკან დაბრუნებული საქონლის ზედნადებები (გაუქმებული ზედნადებები) არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
- აკონტროლოს უკან დაბრუნებული საქონლის ფასები ( მათ შორის მოახდინოს ფასების კორექტირება);
- გამოწეროს შიდა გადაზიდვების ზედნადებები შესაბამის პროგრამაში და ატვირთოს ისინი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე RS.GE
- დაამატოს ახალი ობიექტები შესაბამის პროგრამაში.
- შეასრულოს კომპანიის დირექტორის ან/და მისი უშაულო მენეჯერის სხვადასხვა მითითებები და დავალებები ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორცილების მიზნით.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ;
- შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაიბის უნარი;
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი.
პირობები:
- განაკვეთი - სრული;
- ანაზღაურება 1200 ლარი.
- სამუშაო საათები 10:00 დან 18:00
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."