Premium

მოლარე-კონსულტანტი

04 July - 06 July
Details
Address
158 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.

დღეს "JYSK" მოიცავს 3200-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

"JYSK" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლები;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 850 ლარი + ბონუსი.
ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • სალაროსთან მუშაობა;
  • დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ბენეფიტები:

  • დაზღვევა;
  • დამატებითი შვებულება ზაფხულში;
  • სწრაფი დაწინაურების შესაძლებლობა;
  • აქტიური და მეგობრული გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
Location
158 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
04 July - 06 July