სკა არის პირველი ჯუს ბარ კონცეფცია საქართველოში, რომლის მისიაც არის დანერგოს ჯანსაღი, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესი.
სკა აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე.
სამუშაო გრაფიკი: 07:00-15:00 ან 15:00-23:00, კვირაში 5 დღე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის სტანდარტების მიხედვით მომზადება
- პროდუქტის შენახვა/დასაწყობება სტანდარტების მიხედვით
- პროდუქტის ვადებისა და შენახვის წესების დაცვა
- ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
ბენეფიტები:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- კვება;
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 000 969