Standart

IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი (სამეგრელო)

07 June - 14 June
Details
Address
სამეგრელო-ზემო სვანეთი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით

2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ


მაღაზიათა ქსელი „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: სამეგრელო.


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00.

 

ჩვენ გთავაზობთ:


  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს.

ძირითადი ფუნქციები:


  • სავაჭრო ობიექტების შიდა ქსელის მონტაჟის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

 

  • პროფესიული სასწავლებელი ან/და უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა;
  • Windows 7, Windows 8.1, Windows 10; PC Testing tools; Acronis, Microsoft Office ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 14 ივნისი

 

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

Slogan
დაზოგე მარტივად !
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
07 June - 14 June