შპს "ნეო გლასი" - მინის საწარმო, აცხადებს ვაკანტურ ადგილს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-დან 18:00-მდე
მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147
ხელფასი: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის ყოველთვიური /კვარტალური/ წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად;
- ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;
- კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;
- დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
- ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა;
- შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტერის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი;
- ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა და ფინანსურ ჭრილში რეკომენდაციის გაცემა;
- ბანკებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა;
- წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენამ მათ შორის მოგება - ზარალი;
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო ახალი რეპორტების შექმნა / დამუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმეან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 42 00 00