Standart

ფინანსური მენეჯერი

07 June - 07 July
Details
Address
თბილისი
Salary
1500 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00

Vacancy description

შპს "ნეო გლასი" - მინის საწარმო, აცხადებს  ვაკანტურ ადგილს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. 


სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-დან 18:00-მდე 

მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147

ხელფასი: 1500 ლარი


ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 


  • კომპანიის ყოველთვიური /კვარტალური/ წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად;
  • ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;
  • კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;
  • დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
  • ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა;
  • შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტერის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი;
  • ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა და ფინანსურ ჭრილში რეკომენდაციის გაცემა;
  • ბანკებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა;
  • წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენამ მათ შორის მოგება - ზარალი;
  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო ახალი რეპორტების შექმნა / დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 

საჭირო უნარ-ჩვევები:


  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 42 00 00
07 June - 07 July