კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“ ეძებს განვითარებაზე ორიენტირებული და შემოქმედებითი აზროვნების მქონე თანამშრომელს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე რომელიც შემოუერთდება მოტივირებულ და სიახლეებზე ორინეტირებულ გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში. როგორც სოციალური მედია მენეჯერი, შენ მიიღებ მონაწილეობას კომპანიის ციფრული არხების კამპანიების დაგეგმვასა და განვითარებაში სადაც შენი მთავარი ამოცანა იქნება სოციალური მედია გვერდების მართვა და მიმდინარე კამპანიების ანალიზის მომზადება.
ჩვენთვის იდეალურ კანდიდატს ძალიან უნდა უყვარდეს ციფრული მარკეტინგი და განსაკუთრებული ინტერესი უნდა ჰქონდეს ზრდასა და განვითარებაზე.
პოზიცია: სოციალური მედია მენეჯერი
სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტები: ჰიბრიდული სამუშაო გარემო, ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)
რისი გაკეთება მოგიწევს?
რა ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდება?
რა უნარები დაგეხმარება შენი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
გისურვებ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ
შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები
მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების,
რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის
ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია
კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.