ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS BATUMI აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სუ შეფის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- დაეხმაროს უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში;
- მიიღოს აქტიური მონაწილეობა მენიუსთვის ახალი კერძების შექმნაში;
- ეფექტურად მართოს გუნდი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
- ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
- აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
- დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
- უზრუნველყოს ადმინისტრაციული პროცედურების გატარება;
- აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
- აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
- მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.