რუმსი, რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს უსაფრთხოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- უსაფრთხოების მენეჯერისგან და ზედამხედველისგან მიღებული დავალებების შესრულება;
- ობიექტის პატრულირების განხორციელება და შიდა წესების დარღევების გამოვლინება;
- სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
- ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
- პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
- პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
- ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
- სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ფიზიკური გამძლეობა;
- რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.