Standart

საკომუნიკაციო ოპერატორი და რეზერვაციების აღმასრულებლი

10 July - 23 July
Details
Address
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

,,აჭარა კოლექტივი’’ აცხადებს ვაკანსიას საკომუნიკაციო ოპერატორი და რეზერვაციების აღმასრულებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების/შეტყობინებების მიღება, მომხმარებელთან დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიაში არსებული სერვისებისა და ობიექტების შესახებ ;
  • შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა ;
  • პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება;
  • შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და საჭიროების შემთხვევაში რეპორტების წარმოება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამული ასახვა, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
  • ჯავშნების ყოველდღიური კონტროლი; 
საჭირო უნარები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 23 ივლისის ჩათვლით. 

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
10 July - 23 July