"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani / Peak / Luhta / Colmar და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 6 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - www.paradisi.ge.
"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზია PEAK - ში, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში”, ვაჟა-ფშაველას 8-ში, NEWBALANCE ვაჟა-ფშაველას 20, თვალჭრელიძის 2.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- მოქნილი საბონუსე სისტემა;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა
- მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და დარბაზში გადანაწილება;
- პროდუქციის გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.