ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS KOKHTA აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- შეუმსუბუქოს მომხმარებლებს ტკივილი, სტრესი და ფიზიკური დაღლილობა კუნთოვანი და რბილი ქსოვილების მასაჟით;
- იცოდეს, როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზმის კუნთები ერთმანეთთან;
- ინტერპერსონალური უნარებისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა, მასაჟის პროცესისას;
- ობიექტზე მაღალი ხარისხის, პროფესიონალური სერვისის მიწოდება;
- ყველა კორპორატიული პროცედურისა და რეგულაციის დაცვა;
- დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას და ეკეთოს სახელის აღმნიშვნელი ბარათი.
საჭირო უნარები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- დადებითი და პროფესიონალური დამოკიდებულების შენარჩუნება, როგორც სტუმრებთან; ასევე თანამშრომლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.