ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS KOKHTA აცხადებს ვაკანსიას ბარბექის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ბარის ტერიტორიის მომზადება;
- შეკვეთების მომზადებაში ბარმენის დახმარება;
- მოთხოვნისამებრ, დასუფთავების პროცედურების შესრულება;
- სამუშაო ტერიტორიის სუფთა პირობებში შენარჩუნება;
- ყველა პროცედურის შესრულება უსაფრთხოების წესის დაცვით;
- ობიექტზე არსებული სტანდარტების დაცვა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- საცხოვრებელი;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.