პრემიუმი

მოლარე-კონსულტანტი

29 აგვისტო - 31 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
850-1200 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა

ვაკანსიის აღწერა

wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში  მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

 

REDBERRY -ს და  MANDARINA -ს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

 

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://www.wegroup.ge/

 

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კვირაში 6 დღე, ცვლებში (6 საათიანი ცვლები), ერთი დღე 12 საათიანი ცვლა, კვირაში 1 დასვენების დღე.

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი (+ ბონუსი, 1000-1200 ლარამდე)

მისამართი: საბურთალო სითი მოლი, თბილისი მოლი, გლდანი სითი მოლი

 

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

 

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • კორპორატიული ფასდაკლება MANDARINA და REDBERRY-ის პროდუქციაზე
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა
  • შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება და პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით
  • სალარო ოპერაციების წარმოება
  • მაღაზიის ვიზუალური მხარის, სისუფთავისა და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

 

უნარ-ჩვევები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/411JsLA ან გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელ.ფოსტაზე Hr@wegroup.ge.

 

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
მისამართი
ნუცუბიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 აგვისტო - 31 აგვისტო