უძრავი ქონების კომპანია Red House-ი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს დიზაინერის / ვიდეო მემონტაჟის პოზიციაზე.
გრაფიკი: თავისუფალი
სამუშაოს ტიპი: დისტანციური
ფუნქცია-მოვალეობები:
- წინასწარ მოწოდებული ბრიფის დახმარებით, სოცქსელებისთვის პოსტერების შექმნა;
- ვიდეოების დამონტაჟება სოცქსელებისთვის;
- საბეჭდი მასალების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა გრაფიკული დიზაინის პრინციპების ცოდნა;
- Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ფლობა;
- Adobe InDesign-ისა და After Effects-ის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- საბეჭდი მასალების მომზადების გამოცდილება;
- ბრენდბუქებთან მუშაობის გამოცდილება;
- რომელიმე სამონტაჟო პროგრამის ფლობა, ვიდეო მონტაჟის ცოდნა და გამოცდილება;
- სასურველია TikTok ტრენდების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- შემოქმედებითი ხედვა და კრეატიული იდეების გენერირების უნარი;
- ბრიფის (ინსტრუქციის) გააზრების უნარი;
- დედლაინებთან მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს დისტანციურ რეჟიმში;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV პორტფოლიოსთან ერთად.
პორტფოლიოს გარეშე კანდიდატები არ განიხილებიან.
გისურვებთ წარმატებას!