ადმინისტრაციული მენეჯერი
ესთეტიკური მედიცინის იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანია „მედკორი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
„მედკორი“ (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023 ) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია)
პოზიციის აღწერილობა:
სხვადასხვა მიმართულების გუნდის წევრებთან კოორდინაცია ადმინისტრაციული მართვის საკითხებზე;
შიდა შესყიდვების ორგანიზება (ოფისის მომარაგება სხვადასხვა სახის საკანცელარიო, საინფორმაციო თუ სამეურნეო მასალებით);
საზღვარგარეთ პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
პროდუქტების მარაგების პერიოდული კონტროლი;
კურიერთან კომუნიკაცია და შეკვეთილი პროდუქტების მომზადება გასაგზავნად;
პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება;
მოლოდინები კანდიდატის მიმართ:
მსგავს პოზიციაზე 1-2 წლიანი გამოცდილება მნიშვნელოვანია;
ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
დაგეგმარებისა და ორგანიზების კარგი უნარი;
გუნდური და ინდივიდუალური მოთამაშე;
ძირითადი პირობები:
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარიდან;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!