სტანდარტული

უსაფრთხოების მენეჯერი

06 აგვისტო - 05 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

რუმსი, რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS  KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლებთან ყოველკვირეული შეხვედრების დაგეგმვა,  ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
  • თანამშრომელთა შეფასების პროცედურების უზრუნველყოფა (სასურველია 6 თვეში ერთხელ); 
  • შესყიდვების მოთხოვნის დოკუმენტების მომზადება და შესყიდვის პროცესის მონიტორინგი;
  • დეპარტამენტის სტანდარტული პროცედურების შექმნა და პერიოდული განახლება;
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა და განახლება საჭიროებიდან გამომდინარე, პრეზენტაცია და სხვა;
  • სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა თანამშრომელების მიერ;
  • საგანგაშო  ან სტიქიური  უბედურების შემთხვევაში, დროული რეაგირება სასტუმროს საგანგაშო ორგანიზაციული გეგმის მიხედვით ან ნებისმიერი სხვა გზით;
  • სასტუმროში არსებულ მდგომარეობის კონტროლი;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება, (შეწუხება, არასასურველი სტუმარი, ა.შ.) გადაჭრის მიზნით;
  • უსაფრთხოების ოპერაციების კოორდინირება, მთლიანი უსაფრთხოების პერსონალის სწავლება, მართვა და მათი შესრულების შეფასება;
  • სასტუმროს სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შედგენა და მისი წარდგენა ანგარიშვალდებულ პირებთან;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით მოქმედება;
  • შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების და ვალდებულებების სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად შესრულება.
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმის დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  7 სექტემბრამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 აგვისტო - 05 სექტემბერი