მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს ყვავილების გარემოცვაში
პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას
ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას
ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას
პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას
მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარების დახვეწას
სამუშაოს აღწერა:
შეკვეთის მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებითა, ელ. ფოსტით და სხვა არხებით
ვებგვერდზე პროდუქტის განახლება, კორექტირება და დამატება
სხვადასხვა ადმინისტრაციულ/საოფისე საკითხებში დახმარება
უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება
მოთხოვნები:
ენების ცოდნა - სასურველია B2 ინგლისურში
მულტითასქინგი - ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ.
პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა - თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც.
მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც კოლეგიალური და ღიმილიანი იქნება.
სწრაფად ფიქრი და კეთება - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს.
დამოუკიდებლობა - ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც რა თქმა უნდა გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს).
ყვავილების დასახელების და გარჩევის სწავლა - საჭირო იქნება გარკვეული ყვავილების სახელების და ჯიშების შესწავლა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3-5 დღე, 09:00-17:00 (დილის ცვლა) ან 16:00-24:00 (საღამოს ცვლა, ღამე ტაქსით მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია) სამუშაო დღეებისა და ცვლების შეთანხმება შესაძლებელია.
მზარდი დღიური ანაზღაურება - საწყის ეტაპზე 35 ლარის ოდენობით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შალვა ღამბაშიძის #10 (ვერის ფილიალი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://wrk.ge/e6co16