საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია "უნიპრო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციზე. (შეიტყვეთ ვრცლად ჩვენ შესახებ ვებ. გვერდზე, - www.unipro.ge).
კომპანიის აღწერა:
"უნიპრო" არის დინამიური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებასთან ასოცირებულ ყველა სერვისში. თანამედროვე ციფრული სამყაროს კვალდაკვალ განვითარებით, საერთაშორისო საინვესტიციო და უძრავი ქონების მსხვილ კომპანიებთან და ასოციაცებთან პარტნიორობით, ასევე მაღალკვალიფიციური უძრავი ქონების ექსპერტებთან თანამშრომლობით, ვცდილობთ საბროკერო სერვისის სრულყოფას ქვეყნის მაშტაბით.. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლიდან უძრავი ქონების სააგენტო, - "უნიპრო" თავის მომხმარებლებს სთავაზობს თანამშრომლობას დუბაის ტერიტორიაზეც.
პოზიციის აღწერა:
ჩვენ გთავაზობთ სრულგანაკვეთურ პოზიციას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე, რომელიც მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს პოზიცია გულისხმობს :
პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას
უძრავი ქონების მიმართულებით კონსულტაციის გაწევას
უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავებას
პროდუქტის ანალიზსა და ოპტიმიზაციას
ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამის პროგრამაში შეყვანას
ქონების დათვალიერებას და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას.