„კონსილიუმ მედულა“ 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა.
კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება.
„კონსილიუმ მედულა“ ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
„კონსილიუმ მედულა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #8
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 900 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და მიწოდება;
- ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა და პროგრამული ასახვა;
- პაციენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციის მოძიება და უკუკავშირი;
საკვალიფიცაკიო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.