,,აჭარა ჯგუფის სამუშაო სივრცეების კომპანია - D Block’’ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- ფაქტურების/ზედნადებების კონტროლი და მომზადება;
- კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ყველა სახის საბუღალტრო ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის გასავლებთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების ზუსტი შესრულება;
- დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის სწორად წარმოება, შევსება და დაარქივება;
- ფაქტურების და ზედნადებების გამოწერა და კონტროლი;
- გამოწერილი ზედნადებებისა და ფაქტურების კონტროლი;
- კლიენტთან წარსადგენი ინვოისების კონტროლი;
- დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზის წარმოება;
- კომპანიის გადახდების, ხარჯების, დარიცხვებისა და ინვოისების კონტროლი;
- ელექტრონული გადახდების და გადარიცხვების მომზადება და წარმოება;
- მარაგების გატარება შესაბამის პროგრამაში;
- საჭიროებისამებრ რეპორტინგის წარმოება, დეპარტამენტის შესრულებული სამუშაოს შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ბუღალტრული აღრიცხვის, cash-flow-ს და საბანკო გადასახადების სრულყოფილი ცოდნა;
- ფინანსური რეგულაციების კარგი ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური აზროვების უნარი
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- ქართულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.