პრემიუმი

გაყიდვების წარმომადგენელი

15 აგვისტო - 14 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
25 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

„დილაითი“ კონცეპტუალურ ტიპის სანათების შოურუმია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია დიზაინერული, აქიტექტურული, ტექნიკური სანათები, ასევე ფურნიტურა (ჩამრთველები, როზეტები) და განათების აქსესუარები.  


დილაითის გაყიდვების გუნდში ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ გაყიდვების წარმომადგენელს. ამ პოზიციაზე თქვენ მჭიდროდ ითანამშრომლებთ დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და კლიენტებთან, რომლებსაც დაეხმარებით განათების იდეალური გადაწყვეტილებების შერჩევაში. თქვენ ასევე გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ მრავალფეროვან ტოპ საერთაშორისო ბრენდებთან, რაც მოგცემთ შესაძლებლობას იყოთ ინფორმირებული ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და პროდუქტების შესახებ.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების   შეთავაზება, მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია (შეხვედრები, პრეზენტაციები და ა.შ.);
  • ახალი მომხმარებლების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • პროდუქციის ვიზუალური, მისი თვისობრივი მახასიათებლების და მიზნობრივი სეგმენტის შესწავლა;
  • პროდუქციის  სწორად პოზიციონირება ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე;
  • კლიენტისთვის სიახლეების  შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების შემდგომი სერვისის კოორდინაცია;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის შეგროვება;
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
  • ხელშეკრულების შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და გადახდის პირობების შესრულებაზე კონტროლი;
  • CRM პროგრამასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ინგლისური ენის ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel), სასურველია PowerPoint-ში მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ?

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • Fitpass;
  • ტრენინგებს და პროფესიული ზრდის საშუალებას;
  • შვებულებას გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის #25

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

ანაზღაურება: ფიქსირებულს  + საბონუსე სისტემა

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00


თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე


კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა  2024 წლის 15 სექტემბერი


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.delight.ge   


თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც დილაითისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, დილაითის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ დილაითმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

 

დილაითი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მისამართი
25 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
15 აგვისტო - 14 სექტემბერი