სტანდარტული

ექსელის კურსის მენტორი

16 აგვისტო - 15 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
საქართველო
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არასრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
დისტანციური
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
სანფორმაციო ტექნოლოგიები
უნარები
ექსელი

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ:


 თილანსერი არის ონლაინ აკადემია, სადაც აქტიურად ტარდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კურსები. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს გადადგან პირველი ნაბიჯები კარიერული წინსვლისაკენ და შევუქმნათ მათ უსაფრთხო და მეგობრული გარემო ჩვენი პროფესიონალი გუნდის დახმარებით.


პოზიციის აღწერა:


 ჩვენ ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენტორს, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს კორპორატიული გაყიდვების ძირითადი პრინციპების და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში. თუ გიყვართ სწავლება და გსურთ გააზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, ეს პოზიცია თქვენთვისაა.


მოვალეობები:


  • კორპორატიული გაყიდვების კურსების დაგეგმვა და ჩატარება

  • სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა და დახმარება

  • პრაქტიკული დავალებების შექმნა და შეფასება

  • სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი და უკუკავშირის მიწოდება

მოთხოვნები:


  • კორპორატიული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება

  • გაყიდვების სტრატეგიების და ტექნიკების ცოდნა

  • სასწავლო მასალების მომზადების და პრეზენტაციის უნარები

  • კომუნიკაბელურობა და პედაგოგიური უნარ-ჩვევები

  • მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:


  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი

  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო

  • თილანსერის კურსებზე შეღავათები

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ სტუდენტების პროფესიულ განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

16 აგვისტო - 15 სექტემბერი