შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება;
პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ჰოსპიტალი, სასტუმრო);
სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველია ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
ამბულატორიული პაციენტების რეგისტრაცია;
სტაციონარული პაციენტების რეგისტრაცია;
ანალიზის პასუხების გაცემა;
ამბულატორიული და სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);
პაციენტთან ფინანსური ანგარიშსწორება;
დღის ბოლოს ფინანსური რეპორტინგი;
ხელმძღვანელის მითითების შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პუნქტუალურობა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 საათამდე (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება: 900 ლარი. (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV
შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაითვალისწინეთ: შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში“ გაგზავნილი თქვენი CV „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.
მისამართი: ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16
ტელ: 2 90 00 01; 599 20 50 04;