პრემიუმი

ინფორმაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი (ბათუმი)

23 აგვისტო - 22 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
2500 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობა-საქართველოს კანონის ინფორმაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებათან ერთვის კანონის მე-7 და მე-9  პუნქტები.


ფუნქციები:


მუხლი 7. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი


  • კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციის სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებისათვის (ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი).
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შინაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
  • სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის ან ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა ჯგუფის (კოლეგიური ორგანოს) წინაშე. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც შეეხება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას, მიიღება ამ პუნქტით განსაზღვრული პირის (პირების) მიერ ან მასთან (მათთან) წინასწარი შეთანხმებით.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას და ამ სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს/პირებს. პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები აღნიშნულ სამოქმედო გეგმას და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენენ აგრეთვე ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები − ციფრული მმართველობის სააგენტოს, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები − კიბერუსაფრთხოების ბიუროს.

მუხლი 9. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი


  • კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია განსაზღვროს კონკრეტული პირი (პირები) ან თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც (რომლებიც) პასუხისმგებელია (პასუხისმგებელი არიან) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების პრაქტიკული უზრუნველყოფისათვის (კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი). კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია:
  • კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება;
  • კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირება, მასზე რეაგირება და კომპიუტერული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის;
  • გკომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;
  • დახმარების ჯგუფთან კოორდინაცია;
  • სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
  • კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელის ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე.
  • კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათების შემდეგ. იგი ვალდებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევის და მისი შედეგების აღმოფხვრის პროცესში უზრუნველყოს მუდმივი კოორდინაცია: პირველი ან მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის შემთხვევაში − კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან.
  • თუ მიმდინარე ან სავარაუდო კიბერშეტევა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უფლებამოსილია კიბერშეტევის თავიდან აცილების, მოგერიების ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის დროებითი კოორდინაცია. საომარი მდგომარეობის დროს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და კიბეროპერაციები ხორციელდება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.
  • პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებად შესაძლებელია განისაზღვრონ პირები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  •  ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
  •  ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  •  ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
  •  IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
  •  ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, პროფესიული მიზნით გამოყენებისთვის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:


  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.

ანაზღაურება: 2500 ლარი,  გათვალისწინებული იქნება კვალიფიკაცია და გამოცდილება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)


გისურვებთ წარმატებას!


საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577 658 999



23 აგვისტო - 22 სექტემბერი