შპს „აგრო მოტორსი“ არის მსოფლიო პრემიუმ ბრენდის John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია დაარსდა 2013 წელს და ამ წლების განმავლობაში შეძლო დაეკავებინა წამყვანი პოზიცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე და წინსვლაზე.
კომპანიამ, 2022 წელს მოახერხა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და გახდა John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანში. კომპანიის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
პოზიციის დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
ძირითადი მოვალეობები:
ნაღდი ფულის სალაროს მოძრაობა, ჩეკის ამორტყმა;
ყოველდღიური რეალიზაციების პროგრამულად გატარება და RS.GE ზე ატვირთვა;
მეილების კონტროლი;
მთავარ ბუღალტერთან ყოველკვირეული ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების (Word, Excel, Power Point) საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირება.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: 1000 ლარი
ადგილმდებარეობა: კახეთის გზატკეცილი #162
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.