სტანდარტული

გაყიდვების მენეჯერი

29 აგვისტო - 29 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
33 სიმონ კანდელაკის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
11:00 - 19:00
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
სხვა
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

ტურისტული კომპანია გლობალ თრეველი  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა; აღნიშნული წარმოადგენს აუცილებელ პირობას, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
  • სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფებისა და ციფრული ბიზნეს-ინსტრუმენტების ცოდნა ან/ მათი სწრაფად შესწავლის / ათვისების უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

 

  • სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
  • დამატებით უცხო ენის ცოდნა.

მოვალეობები:

 

  • მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია;
  • კომპანიის პროდუქტის  / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
  • ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია /  რეალიზაცია;
  • ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია;
  • პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება;
  • არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
  • კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება;
  • ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • რეპორტინგი.

პიროვნული თვისებები:

 

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი / გუნდის აქტიური წევრი;
  • კომუნიკაბელური, მოტივირებული, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
  • დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციისა და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

სამუშაო პირობები:


  • მაღალი ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა;
  • ჯანმრთლობის დაზღვევა;
  • მივლინება სამუშაო ვიზიტით უცხოეთში. 
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

საბუთების მიღება:

 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამაოგზავნეთ CV.


განცხადებები მიიღება 2024 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

29 აგვისტო - 29 სექტემბერი