პრემიუმ +

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი)

16 სექტემბერი - 04 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი


ორკინი საქართველო-აჭარის რეგიონში (ბათუმი) გეპატიჟებათ  ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში.


ორკინი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.


პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშუტის მენეჯერი)

დამსაქმებელი: ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება)

ლოკაცია: აჭარის  რეგიონი


https://www.orkinglobal.com/

www.orkin.com

www.orkin.ge


დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული მომსახურება).


ანაზღაურება:


  • მომზადების და სწავლების პერიოდი (1-3 თვე): 1000-მდე ლარი ხელზე თვეში

  •   მომზადების და სწავლების პერიოდის შემდეგ ხელფასი იწყება 1000-1600 ლარის დიაპაზონში (ხელზე ასაღები);

  •  1 წლის შემდეგ ხელფასი ხდება 1800-2200 ლარი ხელზე;

  •  2 წლის თავზე დამაკმაყოფილებელი შედეგების გამოცდილ თანამშრომელს ხელზე ხელფასი გამოსდის საშუალოდ თვეში 2200-2500 ლარი;

  • ხელფასის და ბენეფიტების განახლება ხდება ყოველ წელიწადს;

ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს:


  • კორპორატიული ნომრით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით და Fitpass-ით; ასევე სამსახური-სახლი სიარულისთვის სარგებლობს კომპანიის ავტომობილით და შესაბამისი საწვავით;

  • სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქალაქ ბათუმში (ან ძალიან ახლოს იგივე მუნიციპალიტეტში).

პერსპექტივა:


  • გეპატიჟებით კარიერულ გზაზე დარგში რომელიც ეხება კომერციულ მომსახურებას, შენობის მოვლა-პატრონობას, ჰიგიენა-სანიტარიისა და საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობას, ურბანულ ეკოლოგიასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას;

  • შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად;

ძირითადი მოვალეობები:


  • ვემსახურებით (ჩვენი დამკვეთები არიან) კვების და სასმელის წარმოება, ფარმაცევტიკას, საავადმყოფოებს, სასტუმროებს და რესტორნებს, საწყობებს, კომერციული სამზარეულოებს, კვების საცალო ქსელებს, კომერციულ და საოფისე უძრავ ქონებას, საცხოვრის უძრავ ქონებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ინდუსტრიულ შენობა-ნაგებობებს და სხვა;

  • დამკვეთის ობიექტის ინსპექტირება, შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება;

  • ობიექტის (გარე და შიდა ტერიტორია) სპეციალური მასალების გამოყენებით დამუშავება (დერატიზაცია, დეზინსექცია და დაკავშირებული დეზინფექცია) და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;

  • ქიმიური საშუალებების გამოყენება დანიშნულების და უსაფრთხოების ანოტაციის შესაბამისად;

  • ზეპირი კონსულტაცია სანიტარიის, ჰიგიენის და შენობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით;

  • გამოყოფილი ხელასწყოების, აპარატის და სატრანსოპორტო საშუალების მოვლა პატრონობა;

  • ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება 60-დან 100-მდე ობიექტზე;

  • დოკუმენტური მონაცმების წარმოება ობიექტებთან დაკავშირებით და გახარჯულ მასალა-მარაგებთან დაკავშირებით;

  • საკუთარი მარშუტის დაგეგმვა და კოორდინირება სერვისის მენეჯერთან და კომპანიის დირექტორთან;

  • დამკვეთის სამართლიან პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე რეაგირება დამატებითი მომსახურების წარმოებით ან დაშვებული ხარვეზის მყისიერი გამოსწორებით;

  • კომპანიაში სხვადასხვა სამსახურებთან თანამშრომლობა და კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველია (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;

  • სავალდებულოა ავტო მანქანის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია) ან უახლოეს მომავალში მართვის მოწმობის მოპოვება;

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებლი (გადამზადების კურსები);

განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია!


  • განწყობით და განზრახვით პიროვნული ორიენტირი უნდა იყოს დამკვეთის კარგ მომსახურებაზე

  • ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია

  • შრომის მოყვარე, ამოცანების მოგვარების მიმართ ძლიერი ინტერესი და მიზნის მიღწევის სურვილი;

  • საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად

  • კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.

  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;

  • აუცილებალია, რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;

  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება;

  • სამუშაო მოითხოვს გარკვეულ წილად ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას

  • სამუშაო მოითხოვს უნიფორმის ტარებას, აღჭურვილობის ტარებასა, დოკუმენტების თანტარებას, ტელეფონით იმეილთან და სხვადასხვა APP-ებთან მუშაობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV ან რეზიუმე 


კითხვების შემთხვევაში   სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ-მდე) დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 18 41 42

16 სექტემბერი - 04 ოქტომბერი