დაცვის კომპანია მაგისტრი უსაფრთხოების
სამსახურის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით
ეძებს უსაფრთხოების გამოცდილ ზედამხედველს.
პასუხისმგებლობები:
- უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის მართვა და კოორდინაცია
ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე;
- ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
სტრატეგიებისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;
- დაცვის თანამშრომლების მუშაობის ორგანიზება და კონტროლი,
მათ შორის თანამშრომელთა შერჩევა, მომზადება და მოტივაცია;
- რეგულარული ინსპექტირების ჩატარება და უსაფრთხოების
ეფექტურობის შეფასება, რეკომენდაციების გაწევა;
- დაცვის თანამშრომლებისთვის დადგენილ პროცედურებთან,
წესებთან და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
- კრიზისული სიტუაციებისა და კონფლიქტების მართვა და კოორდინაცია;
- ინციდენტებისა და უსაფრთხოების დარღვევის შესახებ მონაცემების
მოხსენება და ანალიზი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართლის, უსაფრთხოების, მენეჯმენტის
ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში,
მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე;
- ფიზიკური უსაფრთხოების მეთოდებისა და საშუალებების
ცოდნა;
- უსაფრთხოების პერსონალის მართვის გამოცდილება, თანამშრომლების
დაქირავებისა და ტრენინგის ჩათვლით;
- ორგანიზატორული და ოპერატიული მართვის უნარები, სტრესულ
სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა
და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ხელფასსა და ბონუსებს მუშაობის ხარისხის შესაბამისად;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების
შესაძლებლობებს;
- მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- კომფორტულ სამუშაო პირობებს.
თუკი
მზად ხართ გამოწვევისთვის და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ
თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე:
magisttri@magistri.ge და ელფოსტის სათაურში
მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- ,,ობიექტების
დაცვის უფროსი“
განაცხადის
მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი
დაცვის კომპანია "მაგისტრში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "მაგისტრის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს