სტანდარტული

სატრანსპორტო საამქტოს უფროსი

09 სექტემბერი - 09 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
ქვემო ქართლი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

 

ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო საამქროს უფროსის პოზიციაზე რუსთავის ცემენტის ქარხანაში.

 

ლოკაცია: ქ. რუსთავის, მშენებელთა ქუჩა #70.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არა უმეტეს 40 საათისა.

ვაკანსიების რაოდენობა: 1

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  •        ვაგონების დროული დაცლა - დატვირთვის ორგანიზება;
  •        რეგულარული კომუნიკაცია საქართველოს რკინიგზის სადგურ ,, რუსთავი 2 "- თან, ვაგონების გამოსყიდვა ჩაბარების პროცედურის კონტროლი, ჯარიმების შემთხვევაში დაჯარიმებული ვაგონების გადამოწმება;
  •        ცარიელი და დატვირთული ვაგონების დროული და შეთანხმებული მოწოდება / გატანის უზრუნველყოფა;
  •        ვაგონების და ტრანსპორტის მოძრაობა- გადაადგილების კონტროლი მონიტორინგი;
  •        სალიანდაგო მეურნეობის შეკეთების და მონიტორინგის წარმოება;
  •        GPS პროგრამის საშუალებით თბომავლების და ყველა ტექნიკის საწვავის ხარჯის და გადაადგილების კონტროლი მონიტორინგი;
  •        სატრანსპორტო საამქროს თანამშრომელთა საქმიანობის მენეჯმენტი;
  •        ყველა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  •         სატრანსპორტო საამქროში არსებული ყველა დოკუმენტაციის ზუსტი წარმოება;
  •         სატრანსპორტო საამქროს თანამშრომელთა მენეჯმენტი;
  •        საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოვალეობების შესრულება;
  •        კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •        უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  •        რუსთავის ქარხნის სალიანდაგო მეურნეობის სრულყოფილი ცოდნა;
  •        თბომავლების და ,,ყვითელი" ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების ზოგადი ცოდნა;
  •        სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  •         MS Office ცოდნა;
  •        კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწარად მიღების უნარი;
  •        დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარი;
  •        ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •        მენეჯერული უნარები;
  •        პასუხისმგებლიანი

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  •  უფასო ტრანსპორტირებას რუსთავის მასშტაბით;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა)  ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით.

სააპლიკაციო ფორმა: https://wrk.ge/XCpyI6

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სატრანსპორტო საამქროს უფროსი (რუსთავი).

 

გისურვებთ წარმატებას!                                                                                  

 

 

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  

 

ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 

კატეგორია
მშენებლობა
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
09 სექტემბერი - 09 ოქტომბერი