სტანდარტული

მთავარი ბუღალტერი

24 სექტემბერი - 24 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1800 ₾
დასაქმების ტიპი
არასრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
11:00 - 06:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
ფინანსები
უნარები
შრომისმოყვარე, მოწესრიგებული

ვაკანსიის აღწერა

"A/C Accounting Company - ეი სი ბუღალტრული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიებისათვის.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა, კომპანიის ოფისი;
  • სამუშაო საათები - არასრული სამუშაო განაკვეთი (11:00-18:00) კვირაში სამი დღე.
  • ანაზღაურება - 1500-1800 ლარი (გადასახადის გარეშე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
  • თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება და დაარქივების კონტროლი;
  • ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
  • დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
  • ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება/გადაგზავნა;
  • შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
  • სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დირექტორის და ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
  • სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
  • კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
  • ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV).
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 სექტემბერი - 24 ოქტომბერი