სტანდარტული

მასაჟისტი

03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
სამცხე-ჯავახეთი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS KAZBEGI აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • შეუმსუბუქოს მომხმარებლებს ტკივილი, სტრესი და ფიზიკური დაღლილობა კუნთოვანი და რბილი ქსოვილების მასაჟით;
  • იცოდეს, როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზმის კუნთები ერთმანეთთან;
  • ინტერპერსონალური უნარებისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა, მასაჟის პროცესისას;
  • ობიექტზე მაღალი ხარისხის, პროფესიონალური სერვისის მიწოდება;
  • ყველა კორპორატიული პროცედურისა და რეგულაციის დაცვა; 
  • დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას და ეკეთოს სახელის აღმნიშვნელი ბარათი.
საჭირო უნარები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დადებითი და პროფესიონალური დამოკიდებულების შენარჩუნება, როგორც სტუმრებთან; ასევე თანამშრომლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის  დაზღვევა;
  • კვება; 
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  10 ნოემბრამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი